დარაიონება
სამუშაო არეალის დარაიონება (დაყოფა უბნების მიხედვით) გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მისამართების განსაზღვრას და იდენტიფიცირებას თიოთეულ დარაიონებულ უბანში.
გეოინფორმაციული სისტემების ტექნოლოგიების გამოყენებით თითოეული დარაიონებული უბნის საზღვრები მკაფიოდ იქნება განსაზღრული, რაც გაამარტივებს კურიერული მარშრუტების დაგეგმვას.
მისამართების კლასიფიკაცია
ქუჩის მისამართების დეტალური კლასიფიკაცია თითოეული დარაიონებული უბნის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს ოპტიმალური მარშრუტების შექმნას და მიწოდების პროცესის გაუმჯობესებას.
ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს მომხმარებლების მიერ შეყვანილ მისამართებს, ხშირად არასრულ ან არაზუსტ ფორმატში. ჩვენი სერვისი უზრუნველყოფს მისამართების იდენტიფიკაციას, სისტემატიზაციასა და სწორად დარაიონებას, რაც ხელს უწყობს ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას და ეფექტურობის ზრდას.
ჯეოსორტის გუნდი
GeoSort-ის გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ერთობლიობაა, რომელიც მისამართების ორგანიზებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც ლოგისტიკურ ოპერაციებს ამარტივებს და უკეთებს ოპტიმიზაციას.
ჩვენი სერვისის შესაძლებლობებში დასარწმუნებლად, გთავაზობთ უფასო სატესტო პერიოდს, რომლის განმავლობაში შეძლებთ GeoSort-ის უპირატესობების გამოცდას და მისი სიზუსტისა და კომფორტის შეფასებას რეალურ სამუშაო გარემოში.